დიდი საახალწლო პრემიერა და ჯადოსნური გიგანტური საპნის ბუშტების შოუ – გრიბოედოვის თეატრში

ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი, დიდ საახალწლო პრემიერას და ჯადოსნურ გიგანტური საპნის ბუშტების შოუს უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ გრიბოედოვის თეატრში განუცხადეს, 27 და 28 დეკემბერს, 12.00 და 15.00 საათზე, მუსიკალური ზღაპარი – „ფრთები ნამცეცასთვის“ (ანდერსენის ნაწარმოების მიხედვით) გაიმართება.
მუსიკა – დავით და ლექსო ტურიაშვილები; დამდგმელი რეჟისორი – ლევონ უზუნიანი; მხატვრები – შოთა ბაგალიშვილი, ნინო ჭყონია; ქორეოგრაფი – დავით მეტრეველი; ლიბრეტოს ავტორები – ლევონ უზუნიანი, ნინა შადური-ზარდალიშვილი.
სპექტაკლში მონაწილეობენ: მარიამ კიტია, ნინა ნინიძე, ლაშა გურგეგნიძე, ნანა დარჩიაშვილი, მერაბ ქუსიკაშვილი, სოფიო ლომჯარია, ნინა კალატოძიშვილი, მედეა მუმლაძე, ანა ნიკოლავა, და მიხეილ არჯევანიძე.
„ეს ამაღელვებელი და ლამაზი მუსიკალური ზღაპარია პატარა გოგონაზეა, სახელად ნამცეცაზე, რომელიც შეუყვარდა ელფების ქვეყნის პრინცს და მას ჯადოსნურ ფრთებს დაჰპირდა. ნამცეცას ელის სხვადასხვა თავგადასავალი და მოგზაურობა. საბოლოოდ, შედგება ნანატრი შეხვედრა პრინცთან. და ჯადოსნურ ფრთებზე ნამცეცა თავის შეყვარებულთან ერთად გაფრინდება ელფების მშვენიერ ქვეყანაში. სურვილის ძალას და სასწაულის რწმენას ხომ ყველაზე გამბედავი ოცნებების ახდენა შეუძლია!“ – აცხადებენ გრიბოედოვის თეატრში.

თეატრში „კვირას“ ისიც უთხრეს, რომ 2017 წლის 27 დეკემბრიდან 2018 წლის 14 იანვრის ჩათვლით, გრიბოედოვის თეატრი სულ 30 წარმოდგენას გამართავს. ყოველდღიურად სპექტაკლების დაწყებამდე გაიმართება გიგანტური საპნის ბუშტების შოუ.

საახალწლო რეპერტუარშია შემდეგი სპექტაკლები:

29 და 30 დეკემბერი, 7 და 8 იანვარი – „ახალი საშობაო ზღაპარი“ – რეჟ. ვახტანგ ნიკოლავა

3 და 4 იანვარი – „კარლსონის თავგადასავალი“ – რეჟ. ლევონ უზუნიანი
5, 6, 13 და 14 იანვრი – „ფრთები ნამცეცასთვის“ – რეჟ. ლევონ უზუნიანი
9 და 10 იანვარი – „კუზიანი კვიცი“ – რეჟ. ვახტანგ ნიკოლავა
11 და 12 იანვარი – „მაუგლი“ – რეჟ. ვახტანგ ნიკოლავა

2017 წელს გრიბოედოვის თეატრმა და „რუსულმა კლუბმა” გააფორმეს მემორანდუმი აუტიზმის კვლევისა და ხელშიწყობის ფონდთან და შეუერთდნენ საქველმოქმედო აქციას – #მეაქვარ. გრიბოედოვის თეატრის ყველა წარმოდგენაზე ბილეთებთან ერთად მაყურებელს ექნება საშუალება, შეიძინოს სტიკერი წარწერით – #მეაქვარ, რითაც დაეხმარება აუტიზმის ეროვნული ცენტრის – „ფერადი ქალაქის“ მშენებლობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები