საახალწლო კონცერტი – „კინომუსიკის სამყაროში“ გაიმართება

29 დეკემბერს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართება კონცერტი „კინომუსიკის სამყაროში“, რომელიც, ორგანიზატორების თქმით, წინასაახალწლო განწყობას შექმნის.
პროგრამაშია მუსიკა სხვადასხვა, ყველასთვის საყვარელი კინოფილმებიდან, რომლის ავტორებიც არიან ცნობილი კლასიკოსი და თანამედროვე კომპოზიტორები – ჰექტორ ბერლიოზი, ედუარ ელგარი, იან სიბელიუსი, მიშელ ლეგრანი, ჯონ უილიამსი და სულხან ცინცაძე. კონცერტში მონაწილეობენ – თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით და ახალგაზრდა მევიოლინე სენდი ვართანოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები