მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორი სახაზინო ადვოკატს დისციპლინარული პასუხისმგებლობით ემუქრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები საქმის პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილს დაუპირისპირდნენ და შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააცილეს.
დღევანდელი პროცესი, სადაც მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატი, მოსამართლის წინაშე, დასკვნითი სიტყვით უნდა წარმდგარიყო, 3 იანვრისთვის გადაიდო.
სააკაშვილის ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე სხდომის 12 იანვრამდე გადადებას ითხოვდა.
ადვოკატმა მიზეზად მისთვის მიცემული ვადა დაასახელა და თქვა, რომ დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად დრო მცირე და არაგონივრული იყო.
„თუკი ადვოკატი 3 იანვარს კიდევ მოითხოვს პროცესის გადადებას, მივმართავ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელოს“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
საქმის პროკურორი ჟურნალისტების შეკითხვებს შეურაცხმყოფელი შეძახილების პარალელურად პასუხობდა, ირაკლი ნადარეიშვილს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები