კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი საბავშვო მწერლის, პროზაიკოსის, მთარგმნელის დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, სულ რამდენიმე კვირის წინ, დოდო ხიმშიაშვილი გახდა მწერალთა სახლისა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაარსებული იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის მფლობელი – „საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში გაწეული წვლილისთვის“.
დოდო ხიმშიაშვილი 1923 წლის 15 ივნისს დაიბადა, დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა; 1946 წელს, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მწერლის პირველი მოთხრობა „ჭრელი ხელთათმანები“ 1950 წელს, მეუღლის, ვადაჭკორიას გვარით გამოქვეყნდა. მიზეზი,მისი რესპრესირებული ძმა – ასევე მწერალი, კოტე ხიმშიაშვილი იყო. სამწუხაროდ, ავტორის ნამდვილი გვარი მაინც გამჟღავნდა და წლების მანძილზე, მან ვეღარ შეძლო მოთხრობების გამოქვეყნება.
მოთხრობების პირველი კრებული „უცნაურიდედობილი“ 1959 წელს გამოიცა. მას მოჰყვა კრებულები: “თეთრიკენჭი”, „გაზაფხული, მზე და სიყვარული“, „ტატო, ქუდი და კაკალი“, „ბროლის ციგა“ , ჩემი სოფელი“ და ბევრის ხვა. 2000 წელს გამოვიდა მწერლის რჩეული „ვინ მივა პირველი საქართველოში“, 2005 წელს მოთხრობების კრებული „დედის ლოცვა“, 2014 წელს „ყოჩივარდები“.
დოდო ხიმშიაშვილმა თარგმნა ვ. მედვედევის, ბ. კამოვისა და სხვების ნაწარმოებები, უკრაინული და შვედური ზღაპრები. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულად.
დოდო ხიმშიაშვილი წლების მანძილზე მუშაობდა მოსწავლეთა და პიონერთა სასახლის ისტორიის კაბინეტის პედაგოგად, ასევე აქტიურად თანამშრომლობდა საბავშვო ჟურნალ „დილასთან“.
დოდო ხიმშიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი  მწერალთა სახლში 26 დეკემბერს, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები