ფოტოგამოფენა – „ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“ გაიმართება

26 დეკემბერს, 18:00 საათზე, „ფაბრიკაში“ გაიმართება ფოტოგამოფენა – „ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, რომ არა დიმიტრი ერმაკოვი, რომელიც 1878 წლიდან იღებდა ბათუმს, ბევრი არაფერი გვეცოდინებოდა მაშინდელი ქალაქის შესახებ.  მას შემდეგ ბათუმი ძალიან შეიცვალა. ეს განსაკუთრებით ბოლო წლებში მოხდა, როცა ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი გახდა. ჩვენი ფოტოგამოფენაც ამ ეპოქას ასახავს – „ბათუმი, ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“.
ფოტოგამოფენის ორგანიზატორები საზოგადოება „ბათომი“ და „თბილისის ჰამქარი“ არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები