ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 2017 წელს გამოცემული წიგნების წარდგენას და გამოფენა-გაყიდვას გამართავს

28 დეკემბერს, 17:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გამართავს 2017 წელს გამოცემული წიგნების წარდგენას და გამოფენა-გაყიდვას. ღონისძიება ჩატარდება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განცუხადეს, ღონისძიების მიზანია, საზოგადოებისათვის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო მიმართულებით ჩატარებული კვლევის შედეგების წარდგენა სამეცნიერო გამოცემების სახით.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დაარსების დღიდან მუშაობს სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით. ისეთი, როგორიცაა, უძველესი ხელნაწერების ტექსტის გამოცემა, ასევე ცენტრში დაცული სხვადასხვა საზოგადო მოღვაწის პირადი არქივების აღწერა, ისტორიული დოკუმენტების შესწავლა, უძველეს ხელნაწერებში წარმოდგენილი მინიატურების კვლევა, მათი მხატვრული კუთხით შესწავლა და ა.შ. ამ კვლევათა შედეგია გამოცემული წიგნები, რომლებიც მეცნიერებს დახმარებას გაუწევს სამომავლო კვლევებში.
მაღალ სამეცნიერო დონეზე შესრულებული პუბლიკაციები დასტურია იმისა, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო დაწესებულებაა ქვეყანაში, რომელიც მუდმივად ზრუნავს ჰუმანიტარული სამეცნიერო სფეროს განვითარებაზე.
ღონისძიებაზე 12 სამეცნიერო და ასევე 4 სამეცნიერო-პოპულარული წიგნი იქნება წარმოდგენილი. გამოცემებს მათი ავტორები წარადგენენ. და წიგნის შინაარსსა და მნიშნველობაზე ისაუბრებენ.

მისამართი: ქ. თბილისი, ლ.გუდიაშვილის ქუჩა №7 III კორპუსი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები