საგამოძიებო სამსახურმა ქონების „კონსტრაქტ ვიჟენისთვის“ გადაცემული ქონების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საგამოძიებო სამსახურმა მთავრობის განკარგულებით „კონსტრაქტ ვიჟენისთვის“ გადაცემული ქონების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს მთავრობის განკარგულებით „კონსტრაქტ ვიჟენისთვის“ გადაცემული ქონების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გამოძიება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები