თბილისისა და ჩინეთის ქალაქ სიანის დაძმობილების შესახებ მოლაპარაკება დაიწყო

ქალაქ სიანში, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია შანშის პროვინციის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა.

შეხვედრაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, კოლეგებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ისაუბრა ჩინეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და პარტნიორობის გასაღრმავებლად მისი მხრიდან სრულ მზადყოფნაზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა „ერთი სარტყელი ერთი გზის” ინიციატივას და საკითხებს, საერთო ინტერესებს, მხარდაჭერასა და თავისუფალი ვაჭრობის სიკეთეებს.

სოფიო ქაცარავამ თავმჯდომარის მოადგილეს სიანისა და თბილისის დაძმობილება შესთავაზა, რაც შეხვედრის ბოლოს შეთანხმებით დასრულდა. თავმჯდომარის მოადგილემ დაძმობილების პროცესის ხელმძღვანელობა ქალაქის მუნიციპალიტეტს დაავალა.

„ქალაქ სიანის, როგორც აბრეშუმის გზის სამშობლოს და თბილისის დაძმობილების იდეა აბრეშუმის გზის მნიშვნელობიდან მომდინარეობს. ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა განვახორციელოთ ჩვენი დღის წესრიგი ჩინეთთან მიმართებაში, მოგვეცემა საშუალება უკეთ ვითანამშრომლოთ ტურიზმის, ტექნოლოგოების, განათლების და სხვადასხვა მიმათულებით. მინდა გამოვხატო ჩემი შთაბეჭდილება ჩვენი მასპინძლობის შესახებ, თუ როგორი ინტერესია საქართველოს მიმართ და ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგი გამოწვევა და შესაძლებლობაა”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები