ლაშა გახარიას 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება

25 დეკემბერს, 16 საათზე, ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართება ლაშა გახარიას 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.

ლაშა გახარია დაიბადა 1947 წელს, მუხურში. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა ჩხოროწყუს რაიონულ გაზეთში, 1966 წელს, როდესაც ის სწავლობდა მუხურის საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელსაც „მოძღვარ ნათლიასა“ და „ბიბლიას“ ეძახდა.
2003 წელს გამოვიდა მისი ლექსების პირველი კრებული „მუზის პაუზა“. უკურნებელი სენით დაავადებული პოეტი გარდაიცვალა 2004 წელს. პოეტის გარდაცვალების შემდეგ, 2005 წელს გამოვიდა მისი ლექსების კრებული – „ირიათონი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები