მანანა აბაზაძის ვარსკვლავი გაიხსნება

25 დეკემბერს, 20:00 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში „სუხიშვილების“ სოლისტის მანანა აბაზაძის ვარსკვლავი გაიხსნება. ვარსკვლავი საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით იხსნება.
დავით ოქიტაშვილი ფეისბუქზე წერს: „საქართველო – ისტორიული საღამოს მოლოდინში! 25 დეკემბერს დიდ საკონცერტო დარბაზში გეპატიჟებით ლეგანდარული სუხიშვილების მოცეკვავის, მანანა აბაზაძის საიუბილეო საღამოსა და ვარსკვლავის გახსნაზე. თქვენ სცენაზე იხილავთ ყველა თაობის სუხიშვილების მოცეკვავეებს და რაც მთავარია, ქალბატონი მანანა მათთან ერთად რამდენიმე ცეკვას შემოგვთავაზებს. გელით უდიდესი სიურპრიზი, ეს კი 25-ში“.
მანანა აბაზაძემ 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგული ენის განყოფილება. ცეკვავდა საქართველოს ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, იყო ანსამბლის სოლისტი. 1986 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ფილმში „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (თენგიზ აბულაძე, 1962, მერი).
მონაწილეობს ფილმებში: „მაცი ხვიტია“ (გიორგი შენგელაია, 1966, ეკა), „უსახელო უფლისციხელი“ (კარლო ღლონტი, 1968).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები