თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი იწყება

22-24 დეკემბერს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ, უკვე ტრადიციად დამკვიდრებული თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი იმართება. სამდღიან ფესტივალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მხოლოდ 3 დღით, წიგნის მოყვარულებს უამრავი სიახლე და სიურპრიზი გელით. სპეციალურად ფესტივალისთვის, საქართველოში არსებული გამომცემლების უმრავლესობა, უპრეცედენტო ფასდაკლებით წარადგენს ახალ თუ ძველ გამოცემებს. მოაწყობს ახალი წიგნების წარდგინებებს.
გარდა ამისა, ასოციაცია ტრადიციულად იზრუნებს პატარა დამთვალიერებლებზე, რომელთაც ელოდებათ საბავშვო კუთხე ახალი საახალწლო-გასართობი პროგრამით. 
ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას, საქართველოში წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და საახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებას.

ფესტივალის ფარგლებში გასამართი ღონისძიებების დეტალური პროგრამა:

ღონისძიებები მთავარ სცენაზე

22 დეკემბერი

13:00-14:00 ფესტივალის ოფიციალური გახსნა. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ წლის ბესტსელერი გამოცემების დაჯილდოება.
14:00-14:30 ერეკლე დეისაძის რომანების „რუსული არდადეგები“ და „დამლაგებელი“ პრეზენტაცია, გამომცემლობა „სიესტა“.
14:30-15:00 გიორგი კეკელიძის წიგნის „წერილები ღმერთს და მამაჩემს“ პრეზენტაცია, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“.
15:00-15:30 სოსო მეშველიანის ახალი პოეტური კრებულის „Arboles Altos“ პრეზენტაცია, გამომცემლობა „ინტელექტი“.
15:30-16:00 ენჯი ტომასის წიგნის „ღვარძლი რომელსაც თესავ“, (მთარგმნელი მზია ლაპიაშვილი) პრეზენტაცია, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“.
16:00-16:30 რობერტ გელბრეითის წიგნის „აბრეშუმის ჭია“ (მთარგმნელი პაატა ჩხეიძე, წარმდგენები: ტორესა მოსი და ალექსანდრე ლორთქიფანიძე) პრეზენტაცია, „გამომცემლობა პალიტრა L“.
16:30-17:00 ჯო ჰოლდემანის წიგნის „მარადიული ომი“ (მთარგმნელი თაკო ჩართოლანი) პრეზენტაცია, „გამომცემლობა პალიტრა L“.
17:00-17:30 „თან საკითხავი“ სერიით გამოცემული წიგნების პრეზენტაცია, გამომცემლობა „არტანუჯი“.
17:30-18:00 ია ჯინჭარაძის წიგნის „მარტივი რიცხვების ანბანი“ პრეზენტაცია, გამომცემლობა „კალმოსანი“.
18:00-18:30 მარიამ თოიძის წიგნის „მანიპულატორი მისტერიები“ პრეზენტაცია, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“.

23 დეკემბერი

12:30-13:00 საბალეტო სტუდია „ფუეტეს“ საახალწლო წარმოდგენა.
13:00-13:30 Non-fiction გამომცემლობის პრეზენტაცია – რა არის „რემედას“?
13:30-14:00 გუსტავ მაირინკის წიგნის „გოლემი“ (მთარგმნელი ტატა კოტრიკაძე) პრეზენტაცია, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“.
14:00-14:30 ჩარლზ დიკენსის წიგნის „ორი ქალაქის ამბავი“ (მთარგმნელი ნინო შეყილაძე) პრეზენტაცია, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“.
14:30-15:00 ზინა გაბიჩვაძის წიგნის „ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისათვის“ პრეზენტაცია, გამომცემლობა „სიესტა“.
15:00-15:30 აკრძალული წიგნების სერიით გამოცემული ორი ახალი წიგნის – გრიგოლ რობაქიძის „ჩაკლული სული“ (მთარგმნელი ალექსანდრე კარტოზია), ლაურა ესკიველის „როგორც წყალია შოკოლადისთვის“ (მთარგმნელი მაკა გოგოლაშვილი) – პრეზენტაცია, გამომცემლობა „ინტელექტი“.
15:30-16:00 ლიბერთინსის წიგნის „ონლაინგოგო“ (მთარგმნელი ნათია ჩუბინიძე) პრეზენტაცია, „გამომცემლობა პალიტრა L“.
16:00-16:30 პაატა და როსტომ ჩხეიძეების წიგნების „საღვთო ტყე“ და „რეკვიემი სინანულისა“ პრეზენტაცია, გამომცემლობა „საქწიგნი“.
16:30-17:00 გურამ მაცხონაშვილის რომანის „გლდანი“ პრეზენტაცია, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“.
17:00-17:30 „წიგნი თბილისზე“ – 10 თანამედროვე ქართველი ავტორის მოთხრობების ანთოლიგია ინგლისურ ენაზე, პრეზენტაცია, გამომცემლობა „ინტელექტი“, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი.
17:30-18:00 NOVA SOCIETAS-ის კრებულის „ევროპა როგორც მასწავლებელი“ პრეზენტაცია (წარმდგენები: ქეთი ხუციშვილი და ემზარ ჯგერენაია).
18:00-18:30 გიორგი კეკელიძის წიგნის „გურული დღიურები“ (წიგნი მესამე) პრეზენტაცია, გამომცემლობა „სიესტა“.
18:30-19:00 მაკა ლდოკონენის წიგნის „ცხენისკუდები დილასთვის“ პრეზენტაცია, საგამომცემლო გაერთიანება „ბუქკაფე“.

24 დეკემბერი

12:30-13:00 მიხეილ კეკელიძის რომანის „ბრწყინვალე ვარსკვლავის მაძიებელნი“ პრეზენტაცია, გამომცემლობა „წიგნი+ერი“.
13:00 -13:30 დიანა ანფიმიადისა და გიორგი ბარბაქაძის წიგნის „სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები“ პრეზენტაცია, გამომცემლობა „არტანუჯი“.
13:30-14:00 მიშა ბახსოლიანის წიგნის „სასაუზმე ბუდაპეშტი“ პრეზენტაცია, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“.
14:00-14:30 პიტერ აკროიდის წიგნის „ლონდონი“ (მთარგმნელი გიორგი წიკლაური) პრეზენტაცია, „გამომცემლობა პალიტრა L“.
14:30-15:00 თათული ღვინიანიძის წიგნის „აღიარება ხელისგულზე“ პრეზენტაცია და შეხვედრა ავტორთან, „გამომცემლობა პალიტრა L“.
15:00-15:30 შოუ ბაბუხადიას წიგნის „ბაყაყები“ პრეზენტაცია, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“.
15:30-16:00 მერი დაუნინგ ჰანის წიგნის „დამაცადეთ, სანამ ჰელენი მოვა“ (მთარგმნელი სალომე ჯაფიაშვილი) პრეზენტაცია, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“.
16:00-16:30 ჰ.ფ. ლავკრაფტის წიგნის „სიგიჟის მთებთან“ პრეზენტაცია (მთარგმნელი გიორგი ხარაიშვილი) გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“.
16:30-17:00 ელიდ დოჯსონის წიგნის „რაფლეზია“ პრეზენტაცია და შეხვედრა ავტორთან, „გამომცემლობა პალიტრა L“.
17:00-17:30 თოვლის ბაბუას გასართობი შოუ-პროგრამა პატარა მკითხველებისთვის.
17:30-18:00 გამომცემლობა „ინტელექტისა“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ საფესტივალო ბესტსელერების გამოვლენა და დაჯილდოება.
18:00-19:00 „მოსწავლეების არჩევანი“ -კულმინაცია! “წიგნების თაროს” ლიტერატურული პროექტის „მოსწავლეების არჩევანის“ გამარჯვებული წიგნის გამოვლენა და მოსწავლეების საყვარელ ავტორებთან შეხვედრა.

ღონისძიებები საბავშო კუთხეში

წიგნიერების სკოლა „ასფურცელასთან“ და „ლოგიკმეტრთან“ ერთად

22 დეკემებრი
13:00-15:00 „აღმოაჩინე დამალული საჩუქრები“ სახალისო დავალებებითა და მინიშნებების გამოყენებით დამალული პრიზების აღმოჩენა (ასაკობრივი ჯგუფი 6-12 წელი), „ლოგიკმეტრი“.
16:00-17:00 თამაში წიგნის მიხედვით – დავიჭიროთ დამნაშავე (ასაკობრივი ჯგუფი 6-11 წელი) წიგნიერების სკოლა „ასფურცელა“.
13:00-18:00 სახეზე ხატვა.

23 დეკემბერი
12:00-18:00 სახეზე ხატვა.

24 დეკემბერი
12:00-13:00 თამაში წიგნის მიხედვით – ვიცინოთ მხიარულ კაცუნებთან ერთად, (ასაკობრივი ჯგუფი 6-11 წელი), წიგნიერების სკოლა „ასფურცელა“.
14:00-15:00 თამაში წიგნის მიხედვით – ვიპოვოთ დამალული საჩუქარი (ასაკობრივი ჯგუფი 6-11 წელი), წიგნიერების სკოლა „ასფურცელა“.
12:00-18:00 სახეზე ხატვა.

საჯარო ლექციები
ვაზისა და ღვინის დარბაზში

23 დეკემბერი

14:00-15:00 ალექსანდრე ელისაშვილის საჯარო ლექცია „თბილისის ურბანული თავგადასავალი“, გამომცემლობა „ინტელექტი“.
15:00-16:00 ტორესა მოსის საჯარო ლექცია „ნარკოპოლიტიკის გამოწვევები“, გამომცემლობა „ინტელექტი“.
16:00-17:00 მაია ბადრიძის საჯარო ლექცია „ნანგრევების ლიტერატურა“, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.
17:00:18:00 ზურა აბაშიძის და გურამ მაცხონაშვილის საჯარო ლექცია „Q&A – დებიუტანტი ავტორებისგან “,გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“.

ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია და პრეზიდენტის ფონდი. ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები