მომღერალი არჩილ ჩიხლაძე მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა

მომღერალი არჩილ ჩიხლაძე მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა.  იგი 84 წლის იყო და ორი წელი თავშესაფარში ცხოვრობდა. ამის შესახებ თავშესაფრის დირექტორი მერაბ შათირიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„არდაიცვალა გამოჩენილი მომღერალი, ყველასათვის საყვარელი პიროვნება, არჩილ ჩიხლაძე. გარდაიცვალა მომღერალი, რომლის სიმღერებითაც ტკბებოდა და ტკბება ქართული საზოგადოება. გარდაიცვალა ადამიანი, რომლის ღვაწლიც ქართულ მუსიკალურ სამყაროში უკვდავია. იგი გარდაიცვალა Barbare XXI – Home For The Elderly -ში, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიც ორი წლის მანძილზე გახლდათ. თავშესაფრის ხელმძღვანელობა უსამძიმრებს და თანაუგრძნობს ამ მწუხარებას, მთელ საქართველოს…”, – წერს მერაბ შათირიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები