სირიის პრეზიდენტმა საფრანგეთი ტერორიზმის მხარდაჭერისთვის დაადანაშაულა

საფრანგეთის წარმომადგენლებმა, სირია გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ სირია 7 წლიანი ომის შემდეგ ვერანაირ სამშვიდობო შეთანხმებას ვერ აღწევს და მასიურ დანაშაულს ახორციელებს, ასევე, 400 000 ადამიანი აღმოსავლეთ გუტაში, ხელისუფლების ძალების მიერ ალყაშემორტყმულია.
ფრანგულ კრიტიკას, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი გამოეხმაურა და საფრანგეთი ტერორისტების მხარდაჭერის გამო დაადანაშაულა, ასევე აღნიშნა, რომ „სირიის სისხლიანი ომით, საფრანგეთის ხელებია გაჟღენთილი“.
„ტერორიზმის მხარდამჭერებს, არ აქვთ უფლება მშვიდობაზე ისაუბრონ“ , _ აღნიშნა ბაშარ ალ-ასადმა.
საფრანგეთის პრეზიდეტი ემანუელ მაკრონი, სირიელი კოლეგის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ ჩვენ სირიაში თავიდანვე ერთ მტერს ვებრძოდით“, მითითება კი „ისლამურ სახელმწიფოზე“ გააკეთა.
მაკრონმა აღნიშნა, რომ ის 6 წლის განმავლობაში, სირიის კონფლიქტში სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
ვაშინგტონში აშშ-ის მაღალჩინოსნების შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საფრანგეთი არ აპირებს გაკვეთილის მიღებას იმ ადამიანისგან, რომელმაც ათასობით ისლამისტი მებრძოლი ციხიდან გაათავისუფლა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები