ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი „საშობაო კონცერტს” უმასპინძლებს

22 დეკემბერს, 15:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, არამ ხაჩატურიანის სახელობის მე-10 სახელოვნებო სკოლის ,,საშობაო კონცერტს” უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონცერტზე შესრულდება ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები.
მისამართი: თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის 10 – ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები