„Walt Disney“-იმ ტრამპის ანიმაციური რობოტი შექმნა

ფლორიდის პარკში მისულ ადამიანებს, სიურპრიზი დახვდათ, კომპანია „Walt Disney“-იმ დონალდ ტრამპის ანიმაციური რობოტი შექმნა, რომელიც სხვადასხვა ცნობილი ადამიანების რობოტებთან ერთად იმყოფება.
დონალდ ტრამპის ანიმაციური მოდელი, იმ ადამიანების შუაში დგას, რომლებმაც ამერიკული დემოკრატია და თეთრი სახლის ისტორია შექმნეს.
„დასაწყისიდან, ამერიკა არის ნაცია, რომელიც თავისი ხალხის მიერ არის განსაზღვრული“- ამ წინადადებით ტრამპის რობოტი საზოგადოებას მიმართავს.
„Walt Disney“ იღებს პასუხისმგებლობას, რომ ანიმაციური რობოტების „თეატრი“ განაახლოს და განათებისა და ხმის სისტემები შეცვალოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები