ნიკი ჰეილი დონალდ ტრამპს იმ ქვეყნების სახელებს აცნობებს, რომლებიც იერუსალიმთან დაკავშირებით, აშშ-ის წინააღმდეგ რეზოლუციას მხარს დაუჭერენ

გაეროში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ, გაეროს წევრი ყველა ქვეყანა გააფრთხილა და განაცხადა, რომ რომელი ქვეყანაც აშშ-ის გადაწყვეტილებას იერუსალიმთან დაკავშირებით უარყოფს და გაეროს რეზოლუციას მხარს დაუჭერს, მათ სახელებს დონალდ ტრამპს მოახსენებს.
„პრეზიდენტი ხმის მიცემის პროცედურას ფრთხილად დააკვირდება, მან მომთხოვა იმ ქვეყნების დასახელება, რომლებიც აშშ-ის წინააღმდეგ ხმას მისცემენ“, _ აღნიშნულია ნიკი ჰეილის მოხსენებაში.
გაეროს გენერალური ასამბლეა, ხვალ საგანგებო სხდომას გამართავს, რომლის მთავარი მიზანი, იმ რეზოლუციის მხარდაჭერაა, რომელსაც აშშ-მა ვეტო დაადო.
თურქეთმა და იემენმა, საგანგებო სხდომის ჩატარება „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციისა “ და არაბთა ჯგუფის სახელით მოითხოვეს, რომლებიც ტრამპის გადაწყვეტილებას იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით ეწინააღმდეგებიან და გაეროს ქვეყნებს მოუწოდებენ, რომ გაეროს რეზოლუციას მხარი დაუჭირონ.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ეგვიპტემ რეზოლუცია წარადგინა, რომელიც ტრამპის გადაწყვეტილებას იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით, ეწინააღმდგებოდა, რეზოლუციას 14-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები