ანანო სამსონაძე საჯარო ლექციას – „ქართული სასცენო ქორეოგრაფიის სათავეებთან“ გამართავს

21 დეკემბერს, 17:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი ანანო სამსონაძის საჯარო ლექციას: ,,ქართული სასცენო ქორეოგრაფიის სათავეებთან” უმასპინძლებს.

როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ქართული საცეკვაო ხელოვნება მრავალსაუკუნოვან ისტორიას მოიცავს. ქართული ქორეოგრაფიის ისტორიაში XIX-XX საუკუნეების მიჯნა მიიჩნევა, სრულიად ახალი სასცენო-თეატრალური სივრცის ათვისების პერიოდად.

XIX საუკუნის I ნახევარში თბილისი მუსიკალურ-ლიტერატურული სალონებისა და საზოგადოებრივი საცეკვაო საღამოების სიმრავლით გამოირჩევა. პოპულარობას იძენს ევროპული ცეკვების სწავლება „ტანცკლასებში”. 1846 წელს იხსნება ,,ტფილისის საცეკვაო კლუბი”, მოგვიანებით – „საცეკვაო კურსები”.

ქართული საცეკვაო ხელოვნების სცენაზე გადასვლა ქართული თეატრის დაფუძნებას უკავშირდება.

მისამართი: თბილისი, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი, აღმაშენებლის გამზირი, №83/23

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები