ლევან ცაგარელი პატრიკ ზიუსკინდის „სუნამოს“ შესახებ საჯარო ლექციას გამართავს

20 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლევან ცაგარელის საჯარო ლექცია: „პატრიკ ზიუსკინდის „სუნამო“ გაიმართება“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ლექცია 10 რჩეული გერმანული რომანის ფარგლებში გაიმართება.

„მეოცე საუკუნის გერმანულენოვანი ლიტერატურა ორ ბესტსელერს იცნობს. ესენია ერიჰ მარია რემარკის „დასავლეთის ფრონტზე არაფერი შეცვლილა“ და პატრიკ ზიუსკინდის „სუნამო“. ამ უკანასკნელში ერთი შეხედვით ერთი უცნაური მკვლელის თავგადასავალია მოთხრობილი. იმის გასარკვევად, რით დაიმსახურა ამ ტრივიალური სიუჟეტის მქონე ტექსტმა მკითხველთა ყურადღება, დავუკავშირებთ მას პოსტმოდერნულ კონტექსტს. სახელდობრ, გავიხსენებთ პოსტმოდერნულ ხედვას ადამიანის იდენტობის შესახებ და ამის საფუძველზე ვიმსჯელებთ სუნამოს სიმბოლური დანიშნულების შესახებ აღნიშნულ რომანში. რის გამოა რომანი, რომლის მოქმედებაც მეთვრამეტე საუკუნეში ვითარდება, ასეთი აქტუალური თანამედროვე მკითხველისთვის? რა კავშირია სუნამოსა და თანამედროვე მედიებს შორის? რით ჰგავს ლამაზმანთა მკვლელი თანამედროვე ხელოვანს? – სწორედ ამ საკითხებს დაეთმობა 20 დეკემბერს დაგეგმილი ლექცია“, – აღნიშნულია ლექციის ანოტაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები