„საქართველო შემოქმედებით ევროპაში“

22 დეკემბერს, 10:30 საათიდან – 17:00 საათამდე, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკის ღონისძიება – „საქართველო შემოქმედებით ევროპაში”.

როორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ღონისძიების მიზანია, შემოქმედებითი ევროპის ბენეფიციარებს მისცეს შესაძლებლობა, ევროკავშირის პროგრამაში მონაწილეობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ პროგრამით დაინტერესებულ ყველა პირს და პოტენციურ აპლიკანტს.

დაფინანსებული ორგანიზაციები წარმოადგენენ თავიანთ პროექტებს და დეტალურად ისაუბრებენ განაცხადის წარდგენის პროცესზე. ბენეფიციარები პოტენციურ აპლიკანტებს ესაუბრებიან იმაზე, თუ როგორ გადალახეს აპლიკაციის შევსების და საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვის სირთულეები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები