დიდ ბრიტანეთში საშობაოდ დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს

დიდ ბრიტანეთში საშობაოდ დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს. “ბიბისის” ინფორმაციით, სამხრეთ იორკშირში ოთხი ადამიანი დააკავეს. მათ ბრალად ტერორისტული აქტის მოწყობის მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობა ედებათ.

ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, 31 წლის მამაკაცი ჩესტერფილდში აიყვანეს. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ გამნაღმველები. ახლომდებარე სახლებიდან მოქალაქეები გაიყვანეს.

კიდევ სამი მამაკაცი შეფილდის სხვადასხვა რაიონში დააპატიმრეს. თვითმხილველები იხსენებენ, რომ სპეცოპერაციის მიმდინარეობისას აფეთქების ხმა გაისმა.

პოლიციაში ამბობენ, რომ ადგილზე ნაღმი არავის აუმოქმედებია და აფეთქება პოლიციამ ერთ-ერთ სახლში კარის შემტვრევისას მოაწყო.

მომხდარის დეტალები და დაკავებულთა ვინაობა ჯერ უცნობია. ისინი დაკითხვაზე გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები