მექსიკაში ავარიას 11 ტურისტი ემსხვერპლა

მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ავარიის შედეგედა 11 ტურისტი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.

ინციდენტი კინტანა-როოს შტატში მოხდა. ავტობუსი, რომელშიც საკრუიზო ლაინერ Royal Caribbean-ის მგზავრები იმყოფებოდნენ, მოულოდნელად გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.

მედიის ცნობით, ავტობუსში სულ 31 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის კანადის, იტალიის და შვედეთის მოქალაქეები. ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები