აშშ-ის მოქალაქემ, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს თავი მოაჭრა
„New York Post“-ის განცახდებით, 24 წლის დევიდ დაუზატმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და დაადასტურა, რომ საკუთარი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს თავი მოაჭრა, მას თავისუფლების აღკვეთა 57 წლით მიესაჯა.
24 წლის დამნაშავემ, საკუთარი მეუღლის ნათესავებს დაურეკა და მკვლელობის შესახებ აცნობა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა, ქალბატონის სხეული აღმოაჩინეს, რომელსაც მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.
მოკლული ქალბატონის მოჭრილი თავი, პოლიციელებმა მაცივარში იპოვეს.
მკვლელობა, ახალგაზრდა წყვილის სატვირთო მანქანაში მოხდა, სადაც მათი 1 და 2 წლის შვილები იმყოფებოდნენ.