ნანა ცინცაძის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

21 დეკემბერს, 18:00 საათზე, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში ნანა ცინცაძის გრაფიკული ნამუშევრების პირველი დამოუკიდებელი გამოფენა გაიმართება.
როოგრც „კვირას“ ეროვნულ მუზეუმში განუცხადეს, ნანა ცინცაძის გრაფიკა ამ მასშტაბით პირველად წარდგება დამთვალიერებლის წინაშე. ექსპოზიცია მოიცავს საერთო მხატვრული კონცეფციით გაერთიანებულ გრაფიკულ ნამუშევრებს, რომლებიც გამოირჩევა ღრმა შინაარსითა და ექსპრესიული ხასიათით.
1972 წლიდან ნანა ცინცაძე საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია. 1976-1993 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის განყოფილებას და დღემდე აგრძელებს პედაგოგიურ საქმიანობას. 1971 წლიდან მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში, საერთაშორისო ბიენალეებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ნანა ცინცაძე არის მრავალი პრემიის მფლობელი. მისი ნამუშევრები დაცულია ლუდვიგის მუზეუმში (გერმანია), ხელოვნების მუზეუმში (თბილისი), საფრანგეთის, ბელგიის, პოლონეთის, რუსეთისა და იაპონიის კერძო კოლექციებში.
გამოფენის ფარგლებში გაიმართება ნანა ცინცაძის შემოქმედების ამსახველი წიგნის წარდგენა.
გამოფენა 2018 წლის 10 იანვრამდე გაგრძელდება.
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები