ჩრდილოეთ კორეა კიბერ თავდასხმაშია ეჭვმიტანილი

აშშ-მა ჩრდილოეთ კორეა კიბერ თავდასხმაში დაადანაშაულა. კიბერ თავდასხმის მსხვერპლი 200 000 ადამიანი და 150 ქვეყანაა. ჩრდილოეთ კორეამ კიბერ თავდასხმა პროგრამა „WannaCry”-ის გამოყენებით განახორციელა.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უსაფრთხოების მრჩეველმა, ტომ ბოსერტმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა მომხდართან დაკავშირებით, „პირდაპირ პასუხისმგებელია“. მან აღნიშნა, რომ გამოძიებას გააჩნია მტკიცებულებები, რომ თავდასხმა ჩრდილოეთ კორეიდან განხორციელდა.
„ჩრდილოეთ კორეა განსაკუთრებით ცუდად მოქმედებდა, დიდწილად, უშედეგოდ. ათწლეულზე მეტია, მისი ბოროტი ქცევა აღმაშფოთებელია“, _ აღნიშნა ტომ ბოსერტმა „The Wall Street Journal“-თან საუბრისას და განაცხადა, რომ აშშ-ს სურს, ინტერნეტი უსაფრთხო გახადოს და ყველა დამნაშავის მიმართ, ანგარიშვალდებულებები დააწესოს.
კიბერ თავდასხმა ისეთ კომპანიებზეც განხორციელდა, როგორიცაა: Nissan, Honda და Fed Ex.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ეროვნული უსაფრთხოების ახალი დოკუმენტი დაადასტურა, რომელშიც ყურადღება კიბერ თავდაცვაზეც იყო გამახვილებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები