გოგონამ მამა ჯერ ცომის საბრტყელებლით და ტაფით სცემა, შემდეგ კი ხელსახოცით გაგუდა

დაღესტანში ახალგაზრდა გოგონა დააკავეს, რომელმაც საკუთარი მამა ცომის საბრტყელებლით  სცემა და ხელსახოცით გაგუდა.
გამოძიების ინფორმაციით, მან მამას ჯერ 40 აბი „ფენაზეპამი“ დაალევინა.
მამაკაცს წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო, რის შემდეგაც, შვილმა მას ცომის საბრტყელებლით დაუწყო თავში ცემა, ხოლო მას მერე, რაც საბრტყელებელი გატყდა, შვილმა მამას დამატებით ტაფითაც მიაყენა თავის არეში მრავალი დაზიანება. შემდეგ კი, სამზარეულოს ხელსახოცით გაგუდა. როგორც ირკვევა, შემდეგი ორი დღის განმავლობაში, გოგომ მამის ცხედარი დაანაწევრა, ნაწილი კანალიზაციაში ჩარეცხა, ნაწილი კი მახაჩკალაში მდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზე ჩაფლა. როგორც მახაჩკალელი სამართალდამცველები იტყობინებიან, სასტიკი მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები