რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთში, ნარიან-მარის ავტონომიურ ოლქში, მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ტელეკომპანია „Mash“ ავრცელებს.
მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე 11 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულთა რაოდენობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურის წარმომადგელები იმყოფებიან. პოლიციის ცნობით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი უცნობია, თუმცა აეროპორტის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ სამგზავრო თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები