„სტენდის მასპინძელი“ – „ინტელექტის“ ავტორებთან შეხვედრა გაიმართება
სამი დღის განმავლობაში, 22, 23, და 24 დეკემბერს, გამომცემლობა „ინტელექტი“ ატარებს ღონისძიებას – „სტენდის მასპინძელი“.
როგორც „კვირას“ გამომცემლობაში განუცხადეს, ღონისძიება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართება. სტენდთან შეხვდებით ავტორებს, მთარგმნელებსა და მკითხველებს, მიიღებთ წიგნებს მათი ავტოგრაფითა და რეკომენდაციებით ახალ და საინტერესო გამოცემებზე.
პარასკევი, 22 დეკემბერი, 14:00 საათი – ნინო სადღობელაშვილი
პარასკევი, 22 დეკემბერი, 16:00 საათი – სოსო მეშველიანი
შაბათი, 23 დეკემბერი, 12:00 საათი – სალომე ლიპარტია
შაბათი, 23 დეკემბერი, 14:00 საათი – ლევან ღამბაშიძე
შაბათი, 23 დეკემბერი, 16:00 საათი – გიორგი შონია
კვირა, 24 დეკემბერი, 12:00 საათი – გიორგი არაბული