„სჭირდება თუ არა ქართულ ენას გაინგლისურება?” – საჯარო ლექცია გაიმართება

22 დეკემბერს, 15:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში თინათინ მარგალიტაძის საჯარო ლექცია გაიმართება.
როგორც „კვირას“ ქართული უნივერსიტეტიდან აცნობეს, თინათინ მარგალიტაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლექსიკოგრაფიული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის მთავარი რედაქტორი და გამომცემელია. იგი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „სჭირდება თუ არა ქართულ ენას გაინგლისურება?”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები