ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების ათეულშია

დღეს European Film Promotion-მა გამოაქვეყნა იმ ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების სია, რომელთაც ორგანიზაცია ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე (15-25 თებერვალი, 2018) კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს წარუდგენს.
ჟიურის გადაწყვეტილებით, 10 ყველაზე ნიჭიერ ამომავალ ევროპელ ვარსკვლავს შორის ქართველი მსახიობი – ირაკლი კვირიკაძეც მოხვდა, რომელიც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს რეზო გიგინეიშვილის ფილმში “მძევლები”.
როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, ახალგაზრდა ვარსკვლავები 4 დღის მანძილზე (16-19 თებერალი, 2018) დაესწრებიან ვორკშოპებს, შეხვდებიან ექსპერტებს, რეჟისორებს, პროდიუსერებს, კასტინგის დირექტორებს, 19 თებერვალს კი Berlinale Palast-ში თითოეულ მათგანს პრესტიჟული ჯილდო – European Shooting Stars Award გადაეცემა.

ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების სია ასე გამოიყურება:

Matilda De Angelis – Italy
Alba August – Sweden
Michaela Coel – United Kingdom
Eili Harboe – Norway
Irakli Kvirikadze – Georgia
Franz Rogowski – Germany
Matteo Simoni – Belgium
Jonas Smulders – The Netherlands
Réka Tenki – Hungary
Luna Wedler – Switzerland
European Film Promotion-ის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, The European Shooting Stars 2018-ის ოფიციალურ მხარდამჭერთა შორის ეროვნული კინოცენტრიც არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები