,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის“ საახალწლო გამოფენა გაიხსნება

21 დეკემბერს, 19 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის“ საახალწლო გამოფენა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოიფინება ,,დანტეს ხელოვნების სკოლის“ მოსწავლეების ფერწერული, სკულპტურული და ხელოვნების სხვა დარგის ნამუშევრები.
სკოლის საქმიანობისა და პერსპექტივების შესახებ ისაუბრებენ ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის“ პრეზიდენტი, პროფ. ნინო ცერცვაძე და ,,დანტეს“ ხელოვნების სკოლის დირექტორი ნინო ოსიტაშვილი.
გამოფენაზე მოწვეულნი არიან იტალიის აკრედიტებული საელჩოს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურის სამსახურის, თბილისის სამხატვრო აკადემიის და სხვა კერძო და სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლები.
გამოფენა მნახველებს უმასპინძლებს მხოლოდ 1 დღის განმავლობაში – 21 დეკემბერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები