დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოებისა ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა, რომლის ძირითადი შინაარსი, მოქალაქეებს თვითონ გააცნო.
ახალი დოკუმენტის წარდგენისას, ტრამპმა პაკისტანი და ჩრდილოეთ კორეა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პაკისტანმა ისლამური ექსტრემიზმის დაძლევა ვერ შეძლო. პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთი და ჩინეთი, აშშ-ის მთავარ კონკურენტად გამოაცხადა.
დოკუმენტზე საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ საზღვრების დაცვასა და ციფრულ უსაფრთხოებას გააძლიერებს. ასევე, ყურადღება გამახვილა ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რომლის შესახებ მან განაცხადა, რომ ვაშინგტონი სხვადასხვა ქვეყნის მიერ სავაჭრო შეთანხმების ბოროტად გამოყენებას არ შეეგუება.
დონალდ ტრაპმა აშშ-ის სპეცსამსახურების დახმარებით, რუსეთში მოსალოდნელი ტერაქტის აღკვეთაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტერორისტების წინააღმდეგ თანამშრომლობა, უკიდურესად მნიშვნელოვანია.
დოკუმენტში ასევე, აღნიშნულია, რომ რუსეთმა საქართველოში და უკრაინაში შეჭრით, დემონსტრირება მოახდინა, რომ თამამად შეუძლია, სახელმწიფოების სუვერენიტეტი დაარღვიოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები