თენგიზ არჩვაძის ხელის ანაბეჭდი საზეიმოდ გაიხსნა

ხელოვნების სასახლეში საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატის, ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის, თენგიზ არჩვაძის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში მსახიობის ხელის ანაბეჭდის საზეიმოდ გაიხსნა, გარდა ამისა, გაიმართა წარდგენა დიმიტრი ხვთისიაშვილის საავტორო წიგნისა – „სახალხო არტისტი თენგიზ არჩვაძე“, რომელიც გამოჩენილი ქართველი მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების საინტერესო და მნიშვნელოვან ეპიზოდებს ასახავს.
ღონისძიებაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მსახიობს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო – „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.
თენგიზ არჩვაძემ ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა. მან სხვადასხვა დროს შეასრულა მთავარი როლები ფილმებში: „ხევისბერი გოჩა”, „ხევსურული ბალადა“, „მე ვხედავ მზეს“, „დათა თუთაშხია“, „ვედრება“, „ჯვარცმული კუნძული“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „ანარეკლი“, „წიგნი ფიცისა“ და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები