ჩინეთში ავტოავარია მოხდა, შედეგად ერთი ქალბატონი დაიღუპა (ვიდეო)

ჩინეთში ავტოავარია მოხდა, ნასვამმა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა, შეჯახების შედეგად ავტომობილი რამდენჯერმე დატრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ინციდენტს რამდენიმე ადამიანი შეესწრო, ერთ-ერთმა მათგანმა, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე, ცეცხლმოკიდებული მანქანიდან მგზავრები გადმოიყვანა. ვერ მოხერხდა მანქანაში მჯდომი ქალბატონის გადარჩენა, რომელიც საავდმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
ჩინელმა სამართალდამცველებმა ავარიის „მთავარ გმირს“ მადლობა გადაუხადეს და ჩადენილი გმირობისთვის სიგელი გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები