უნიკალური საბავშვო შემეცნებითი წიგნის – „რუკების“ წარდგენა გაიმართება

20 დეკემბერს, 19:00 საათზე, „ფაბრიკაში“  საბავშვო შემეცნებითი წიგნის – „რუკების“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ გამომცემლობა „დიოგენედან“ აცნობეს, ბოლო წლების საერთაშორისო ბესტსელერი და ყველაზე პოპულარული საბავშვო შემეცნებითი წიგნი – „რუკები“ 2012 წელს შეიქმნა პოლონეთში და მოიცავს ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული, ზოოლოგიური, ბოტანიკური, ზოგადკულტურული ხასიათის ინფორმაციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შესახებ.
„რუკები“ უნიკალურია კარგად გააზრებული იდეისა და დახვეწილი შესრულების თვალსაზრისით. ამ წიგნს იყენებენ როგორც სასწავლო-პედაგოგიურ გარემოში, ისე ოჯახში სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა მიერ ერთობლივი კითხვისთვის. „რუკების“ მასალის გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა თამაშისა და საგანმანათლებლო აქტივობის დაგეგმვა.
55 დიდი რუკა 46 ქვეყანასა და 6 კონტინენტს მოიცავს. ყოველ რუკაზე უამრავ საინტერესო ილუსტრაციას და მნიშვნელოვან ფაქტს აღმოაჩენთ და აუცილებლად მოგინდებათ უფრო მეტის გაგება. ამ გამოცემაში შესულია საქართველოს რუკაც.
პრეზენტაციაზე დაგეგმილია სახალისო ვიქტორინა, გათამაშდება პრიზები“, – აცხადებენ „დიოგენეში“.
წიგნი ჟურნალისტებს საჩუქრად გადაეცემათ.

მის: თბილისი, ნინოშვილის №8.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები