გერმანიაში, ერთ-ერთ სარკინიგზო სადგურზე, აფეთქება მოხდა

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მდებარე „S-Bahn“- ის სადგურზე აფეთქება მოხდა, შედეგად არავინ დაშავებულა.
გერმანული მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა, პოლიეთილენის პარკი, სადგურში მდებარე მოსაცდელ სკამთან ახლოს დატოვა, რომელიც რამდენიმე ხანში აფეთქდა. აფეთქების შედეგად, რკინიგზის 3 ხაზის მუშაობა შეწყდა, მგზავრების დანიშნულების ადგილამდე გადაყვანა კი, ავტობუსით განხორციელდა.
ადგილობრივმა სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ აფეთქებას, ტერაქტის მცდელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მათი ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავის ძებნა უკვე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები