ნათია თოდუა გერმანული Voice-ს გამარჯვებულია

ნათია თოდუა The Voice of Germany-ის გამარჯვებული გახდა. 21 წლის ქართველი მომღერალი ​26 000 კონკურსანტიდან 4 ფინალისტში მოხვდა და ხმების 50,10% მოიპოვა. მეორე ადგილზე გასულმა კონკურსანტმა ხმათა მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 25.45%-ის მიღება შეძლო.
ნათია თოდუას მწვრთნელი ფინური როკბენდის დამაარსებელი და ვოკალისტი სამუ ჰაბერია. ფინალში ნათია თოდუამ 4 სიმღერა შეასრულა, მათ შორის ერთ-ერთი Sunrise Avenue – სწორედ სამუ ჰაბერთან ერთად.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები