ალა კისელიოვას პერსონალური გამოფენა – „ემოცია“ გაიხსნება

19 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ალა კისელიოვას მეორე პერსონალური გამოფენა – „ემოცია“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ეროვნულ ბიბლიოთეკაში განუცხადეს, ალა კისელიოვა ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურის პროგრამების განყოფილების თანამშრომელია. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ზეთსა და აკრილში შესრულებული 80-ზე მეტი ფერწერული ტილო. ამჯერად ავტორი თავის ემოციას ახლებური ხედვითა და ტექნიკით (თხევადი აკრილი და დეკუპაჟი) გადმოსცემს და დამთვალიერებელს წინა გამოფენისგან სრულიად განსხვავებულ ექსპოზიციას სთავაზობს. ნახატები გამორჩეულია ფერითაც, სტილითაც, შესრულების მანერითაც და თემატიკითაც. წარმოდგენილი იქნება როგორც პეიზაჟები, ისე აბსტრაქცია.

გამოფენა 20 დეკემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები