გარდაბანში სარწყავი სიტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, რწყვის რეჟიმის გაუმჯობესების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გამანაწილებლის აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში, მწყობრში ჩადგა 9 კმ სიგრძის მონაკვეთი, დამონტაჟდა ახალი მილხიდები და წყალგამშვები ფარები. ამჟამად არხის ფერდებსა და ძირზე რკინა-ბეტონის მონოლითური ფილები ეწყობა. კეთდება მილხიდები და გამანაწილებელი კვანძებიც. არხის რეაბილიტაციით, სარწყავი წყლის მიწოდება 900 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება, რომელიც მუნიციპალიტეტის 3 სოფელს (ვახტანგისს, ჯანდარასა და ნაზარლოს) მოიცავს.

სამუშაოები 2018 წლის გაზაფხულზე, სარწყავი სეზონისთვის დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები