აშშ-ის და რუსეთის ლიდერებმა, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის კრიზისზე მობილურით ისაუბრეს

კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპს შორის, სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც მათ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის კრიზისზე ისაუბრეს.
მსოფლიო ლიდერებმა, კრიზისულ ზონებში არსებული სიტაუციები და კორეის ნახევარკუნძულზე არსებული ბირთვული პრობლემა განიხილეს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა, ნებისმიერი წინაპირობის გარეშე, ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
პუტინმა თავის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, ასობით ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, რომ მიესალმება აშშ-ის გადაწყვეტილებას კრიზისთან დაკავშირებით. თუმცა, მან მოუწოდა ყველა მხარეს „შეაჩეროს სიტუაცია“ და განაცხადა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეას ბირთვულ ძალად არ აღიარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები