ცნობილი ბრაზილიელი ნარკოდილერი რიო-დე-ჟანეიროში დააკავეს

რიო-დე-ჟანეიროს სამართლდამცველებმა, ბრაზილიის ერთ-ერთი „ყველაზე მოთხოვნადი“ ნარკოდილერი დააკავეს.
როჯერინო აველინო დე სილვა ქალაქის სამხრეთით დააკავეს, სადაც 3000-მდე სამართალდამცველი და სამხედრო მოსამსახურე, კონფლიქტის ზონაში სტაბილურობისთვის იყო გაგზავნილი.
პოლიციის ინფორმაციით, დე სილვამ დაკავებისას მათ ყალბი საბუთები წარუდგინა და განაცხადა, რომ სულ სხვა პიროვნება იყო.
„10 წლის განმავლობაში, ის რიო-დე-ჟანეიროში პრობლემებს იწვევს. ხალხი არ უნდა შეიმოსოს კრიმინალით “_ განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების მდივანმა.

როჯერინო დე სილვა, რომელიც მეტსახელით, “როჯერინო 157” არის ცნობილი, ტრეფიკინგის, ნარკოვაჭრობისა და მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები