იტალიაში საქართველოს სახელმწიფო ბალეტის გასტროლი დაიწყო

იტალიის ქალაქ კალიარიში საქართველოს სახელმწიფო ბალეტის გასტროლი დაიწყო.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, პირველმა სპექტაკლმა Teatro Lirico di Cagliari – ში წარმატებით ჩაიარა. „გედების ტბას“ ქართული დასი ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით 20 დეკემბრამდე კიდევ 6-ჯერ წარმოადგენს.
Teatro Lirico di Cagliari – ის ორკესტრს დავით მუქერია დირიჟორობს.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი იტალიაში ATER-ის (Associazione Teatrale Emilia Romagna) მიწვევით იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები