იერუსალიმში, პალესტინელებს და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკებები გრძელდება

იერუსალიმში პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის, შეტაკებები გრძელდება. პოლიცია საცხენოსნო რაზმების მეშვეობით, ცდილობს შეკრებილები დაშალოს.
დამასკოს კარიბჭით, ძველ იერუსალიმში, ქალაქის აღმოსავლეთ კვარტალებში მცხოვრები არაბები ტრადიციულად მეჩეთ ალ-აქსაში პარასკევის ლოცვაზე მიდიან. ამავე კარიბჭით, ისინი ლოცვიდან გამოდიან და იქვე აწყობენ მიტინგებს.
შუადღის ლოცვის შემდეგ, იქ რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. იმის მიუხედავად, რომ პოლიციამ მოედანი რკინის ჯებირებით გადაკეტა და მხოლოდ ვიწრო გასასვლელები დატოვა, მომიტინგეებმა შეძლეს სულთან სულეიმანის ქუჩაზე შეკრება, რის მერეც პოლიციასთან შეტაკებები დაიწყო. ამ ქუჩაზე მოძრაობა გადაკეტილია. საცხენოსნო პოლიცია ცდილობს, შეკრებილები დაშალოს, ისინი მირბიან რათა ცხენების ფლოქვების ქვეშ არ მოყვნენ, მაგრამ კვლავ სხვა ადგილას იკრიბებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები