ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგვზიანის საკრებულოს სოფელ არჩეულში მდებარე ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ბრძანება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა.
გურული ტიპის ოდა სახლი აგებულია წაბლის ხის მასალისგან, ერთსრთულიანია, შემდგარია ქვის ბოკონებზე. შედგება სამი ოთახისგან.
შენობას ამშვენებს რიკულებიანი აივნები ხის კიბით, გადახურულია მარსელის კრამიტით, სამთავე ოთახში არის ბუხარი. სახლი საგვარეულო იყო, იგი ეკუთვნოდა ეგნატეს მამას, ბიძას და მამიდებს. ოთახები მოწყობილია მათი მემორიალური ნივთებით. სახლს გარშემო აკრავს ნაკრძალი ტყე, ასწლოვანი ხეებით, საერთო ფართობით 7 ჰექტრამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები