ჯონი აფაქიძის საჯარო ლექცია: „კოლხური კულტურის ბრინჯაოს მეტალურგია და განძების ფენომენი“ გაიმართება

18 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი საჯარო ლექციას: „კოლხური კულტურის ბრინჯაოს მეტალურგია და განძების ფენომენი (მახასიათებლები და გავრცელების არეალი)“ უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ლექციას ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი (Mercator-Fellow), პროფესორი ჯონი აფაქიძე წაიკითხავს.

ლექცია ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

მის: ჭავჭავაძის 53ა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები