I არქეოლოგიური საანგარიშო სესია გაიმართება

18-19-20 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, I არქეოლოგიური საანგარიშო სესია გაიმართება. როგორც „კვირას“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, სესია იმართება 2017 წლის საველე-არქეოლოგიურ სეზონზე წარმოებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიშების წარმოსადგენად.

პროგრამა

ორშაბათი, 18 დეკემბერი

09:30 – მონაწილეთა რეგისტრაცია
10:00 – კონფერენციის გახსნა – ნიკოლოზ ანთიძე
10.15 – შესავალი სიტყვა – დავით ლომიტაშვილი

I სესია

მოდერატორი – დავით ლომიტაშვილი
10.30. დავით ლორთქიფანიძე- დმანისის ნაქალაქარის არქეოლოგიური კვლევა-ძიება.
10.45. ვახტანგ ჯაფარიძე – შორაპნის ციხის არქეოლოგია.
11.00. ვახტანგ ლიჩელი – გრაკლიანი გორის არქეოლოგიური კვლევა-ძიება.
11.15. კონსტანტინე ფიცხელაური – ,,დიდნაურის” არქეოლოგიურ კვლევა-ძიებასთან დაკავშირებული მიწის სამუშაოები.
11.30. ,,ხვამლის ამქარი”, დავით სულხანიშვFილი – ხვამლის მთის პლატო, არქეოლოგიურ კვლევა-ძიებასთან დაკავშირებული მიწის სამუშაოები.
11.45. ზვიად კვიციანი – მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიება.
12.00. ნიკოლოზ მურღულია – ხუნწის ციხის არქეოლოგია.
12.15. ნიკოლოზ მურღულია – ნოქალაქევის ნაქალაქარზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოები.
12.30. ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი – ზიარი, ზიარი-ფხოველი.
12.45. ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი – ქ. თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე გამოვლენილი გალავანი და გვირაბი.

13.00 -14.00 შესვენება

14.00. გიორგი მინდიაშვილი – გუდაბერტყას ნამოსახლარის არქეოლოგიური კვლევა-ძიება.
14.15. ზურაბ გიორგაძე – ახალხიზის გადარჩენითი არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ.
14.30. დავით გაგოშიძე – არადეთის ორგორის (დედოფლის გორა) არქეოლოგიური კვლევა-ძიება.
14.45. გოდერძი ნარიმანიშვილი – ძალისში ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოები.
15.00. გოდერძი ნარიმანიშვილი – არმაზისხევის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევა 2017 წელს.
15.15. საქართველოს მილსადენის კომპანია, გოდერძი ნარიმანიშვილი – მცხეთის ჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიში.
15.30. შპს “არქიტექსი“, შოთა ირემაშვილი – კუმურდოს საკათედრო ტაძარზე ჩატარებული მიწის გაწმენდითი სამუშაოები.
15.45. გიორგი ლაღიაშვილი – სოფელ ვაშლობში მდებარე ამაღლების სახელობის ეკლესიაზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოები.
16.00. გიორგი ლაღიაშვილი – ალავერდის სამონასტრო კომპლექსის არქეოლოგიური გათხრები.
16.15. გურამ ყიფიანი – სოფელ ზედა ციხესულორში არქეოლოგიურ კვლევა-ძიებასთან დაკავშირებული მიწის სამუშაოები.

შემაჯამებელი დისკუსია

სამშაბათი, 19 დეკემბერი

II სესია

09.30. მონაწილეთა რეგისტრაცია

მოდერატორი – კოტე ფიცხელაური

10.00. ზურაბ ბრაგვაძე – სვერის ციხის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიება.
10.15. ზურაბ ბრაგვაძე – სოფ. ტაბახმელაში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები.
10.30. ქეთევან დიღმელაშვილი – სიონის წყალსაცავის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირზე ჩატარებული გადარჩენითი არქეოლოგიური გათხრების ანგარიში.
10..45. პაატა ბუხრაშვილი – “ნაზარლების ნაქალაქარის” ტერიტორიაზე არქეოლოგიურ კვლევა-ძიებასთან დაკავშირებული მიწის სამუშაოები.
11.00. ნაზიბროლა პაჭიკაშვილი – ქალაქ რუსთავში, მშენებლის ქუჩა #34-ის მიმდებარე ფართობზე ჩატარებული გადარჩენითი არქეოლოგიური გათხრების ანგარიში.
11.15. ნაზიბროლა პაჭიკაშვილი – რუსთავის ციხესიმაგრის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიება.
11.30. შპს ,,არქეოლოგი”, გ. რჩეულიშვილი – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ,,ბნელი ხევის ტერიტორიის” არქეოლოგიურ კვლევა-ძიებასთან დაკავშირებული მიწის სამუშაოები.
11.45. ნოდარ ბახტაძე – გარეჯის მრავალმთაში არსებული დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის არქეოლოგიური კვლევა-ძიება 2017 წელს.
12.00. დავით ყვავაძე – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფ. მსხალგორის არქეოლოგიური გათხრები.
12.15. ნიკოლოზ წიქარიძე – ცუცხვათის მღვიმოვან კომპლექსში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიება.
12.30. როლანდ ისაკაძე – ქ. ქუთაისის, ვაჟა-ფშაველას ქ.#1-ში, შპს “ზ. გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკის” ტერიტორიაზე არქეოლოგიურ კვლევა-ძიებასთან დაკავშირებული მიწის სამუშაოები.
12.45. როლანდ ისაკაძე – გეგუთის სასახლისისა და ქ. ქუთაისში, გიორგი შანიძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის არქეოლოგიურ კვლევა-ძიებასთან დაკავშირებული სამუშაოები.
13.00. თენგიზ მეშველიანი – საწურბლიას მღვიმეში არქეოლოგიურ კვლევა-ძიებასთან დაკავშირებული მიწის სამუშაოები.

13.15.-14.15. შესვენება

14.15. თენგიზ მეშველიანი – სოფ. რგანში, ჭერულას ეხის არქეოლოგიურ კვლევა-ძიებასთან დაკავშირებული სამუშაოები.
14.30. ვაჟა მამიაშვილი – დოლოჭოპის ბაზილიკის არქეოლოგიური კვლევა-ძიება.
15.00. გიორგი მახარაძე – სოფელ საგურამოში, აგურსაყდრის ტერიტორიაზე არქეოლოგიურ კვლევა-ძიებასთან დაკავშირებული მიწის სამუშაოები.
15.15. რევაზ კვირკვაია – არქეოლოგიური გათხრები სოფ. ბორის ტერიტორიაზე.
15.30. დავით ნასყიდაშვილი – სოფ. ჭალადიდი, ენვერ ქორქიას საკარმიდამო ნაკვეთზე ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიება.
15.45. დავით ბერიკაშვილი – არქეოლოგიური კვლევა-ძიება სამშვილდის ნაქალაქარის ტერიტორიაზე. კახა კახიანი – არქეოლოგიური სამუშაოები სოფ. კიროვკაში.
16.00. გურამ გრიგოლია – ზედა ჭალადიდის არქეოლოგიურ კვლევა-ძიებასთან დაკავშირებული სამუშაოების ანგარიში.

შემაჯამებელი დისკუსია

ოთხშაბათი, 20 დეკემბერი

III სესია

09.30. მონაწილეთა რეგისტრაცია

მოდერატორი – გოდერძი ნარიმანიშვილი

10.00. შპს “არქეოლოგთა გაერთიანება”, ნ. მაისურაშვილი – ბნელიხევის ტერიტორიაზე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) არქეოლოგიურ კვლევა-ძიებასთან დაკავშირებული მიწის სამუშაოები.
10.15. “სამხრეთ კავკასიის გაზსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველო”, გიორგი გოგოჭური – გარდაბნის მუნიციპალიტეტში პროექტის არეალში, 29-ე კილომეტრზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები.
10.30. მინდია ჯალაბაძე – იმირის გადაჭრილი გორისა და შულავერის გორის არქეოლოგიური კვლევა.
10.45. შალვა ბუაძე – სოფ. დეხვირი. ახვლედიანების გორაზე არსებული ნაციხვარის ტერიტორია.
11.00. კახა კახიანი – არქეოლოგიური სამუშაოები სოფ. კიროვკაში.
11.15. ნინო სულავა – სოფ. დოღურაშის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოები.
11.30. მიხეილ აბრამიშვილი – თბილისის ზღვის მიდამოებში მიმდინარე ზოოპარკის სამშენებლო ტერიტორიაზე არქეოლოგიურ კვლევა-ძიებასთან დაკავშირებული მიწის სამუშაოები. თრელიგორების ნასახლარი ქართლის (იბერიის) სამეფოს დროინდელი არქეოლოგიური ობიექტების კვლევა.
11.45. მერაბ ძნელაძე – ქ. თბილისი, დედაციხე-ნარიყალა, შაჰტახტის მონაკვეთზე არქეოლოგიურ კვლევა-ძიებასთან დაკავშირებული მიწის სამუშაოები.
12.00. სს ,,საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალი”, ბიძინა მურვანიძე – სოფ. გლდანის მიმდებარე ტერიტორია, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის დასავლეთის მარშრუტის მილსადენის სექციური ცვლილების პროექტი.
12.15. ზურაბ ცქვიტინიძე – ასპინძის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭობარეთში, ადგილ სანერგეების ტერიტორიაზე არქეოლოგიურ კვლევა-ძიებასთან დაკავშირებული მიწის სამუშაოები.
12.30. შოთა მამულაძე – გონიო-აფსაროსის გვიან ანტიკური ხანის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიურ კვლევა-ძიებასთან დაკავშირებული მიწის სამუშაოები.
12.45. დავით მინდორაშვილი – ხიხანის ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიურ კვლევა-ძიებასთან დაკავშირებული მიწის სამუშაოები.

13.00-14.00 შესვენება

14.00. დავით მინდორაშვილი – ციხისძირი, პეტრას ციხის ტერიტორია არქეოლოგიურ კვლევა-ძიებასთან დაკავშირებული მიწის სამუშაოები.
14.15. ამირან კახიძე – ფიჭვნარის ნაქალაქარი, არქეოლოგიურ კვლევა-ძიებასთან დაკავშირებული მიწის სამუშაოები.
14.30. ამირან კახიძე – მახვილაურის ნამოსახლარის ტერიტორიაზე არქეოლოგიურ კვლევა-ძიებასთნ დაკავშირებული საკითხები.
14.45. ამირან კახიძე – სოფ. კვირიკესა და სოფ. გოგაძეებში ბრინჯაოს მეტალურგიის უძველესი კერების აღმოჩენის ადგილები.
15.00. სსიპ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, თამარ შალიკაძე – სოფ. ჭარნალის ტერიტორიაზე განხორციელებულ არქეოლოგიურ კვლევა-ძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
15.15. ჯონი აფაქიძე – სოფ. თორსას მიმდებარე ტერიტორია, ნამოსახლარი ბორცვი “ტაბაკონი”.

შემაჯამებელი დისკუსია

სესიის დახურვა

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები