დისკუსია: „ვინ და როდის შექმნა ქართული ანბანი“ გაიმართება

19 დეკემბერს, 13:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში,  დისკუსია თემაზე: „ვინ და როდის შექმნა ქართული ანბანი“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის (ფაკულტეტის) ფილოლოგიის მიმართულების I კურსის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
დისკუსია საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის (ფაკულტეტის) ქართველოლოგიის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები