ლევან იზორია: Javelin არ არის შეტევითი ხასიათის შეიარაღება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას იმის შესახებ, რომ აშშ-ის მიერ საქართველოსთვის Javelin-ის მიწოდებამ, შესაძლოა, თბილისს რეგიონში ახალი სახიფათო ავანტიურისკენ უბიძგოს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გამოეხმაურა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ანტისატანკო სისტემა Javelin არ არის მიმართული არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ.
“მისი ერთადერთი მიზანია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ეფექტური დაცვა. ყველა ტიპის შეიარაღება, რომელიც შევიძინეთ ან მომავალში შევიძენთ, იქნება მხოლოდ ამ ტიპის იარაღები – თავდაცვითი ხასიათი. ეს გაცხადებულია საჯაროდ თავდაცვის მინისტრის მიერ და გაწერილია შესაბამის სტრატეგიებშიც, რომ ჩვენი პრიორიტეტი იქნება სწორედ თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი გახლავთ ანტისატანკო სისტემა Javelin-ების სახით”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები