ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ კონფერენციაზე დონალდ ტრამპის შესახებ ისაუბრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ყოველწლიური კონფერენცია გამართა, სადაც მან რუსეთთან, დონალდ ტრამპის გარემოცვაში მყოფი წევრების კავშირზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია ტრამპის ოპონენტებმა გაავრცელეს.
პუტინმა განაცხადა, რომ ტრამპის გუნდის წევრებისა და რუსეთის ოფიციალური პირების ურთიერთობა, გასული წლის არჩევნებამდე ნორმალური იყო.
„ყველაფერი ტრამპის ოპოზიციის მიერ არის გამოგონილი, რათა მისი მუშაობა არალეგიტიმურად გამოიყურებოდეს“ განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ტრამპი პასუხისმგებელია „მშვიდ, სერიოზულ მიღწევებზე“, მაგრამ არა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. „არსებობს ბევრი რამ, რისი გაკეთებაც ჩვენ ეფექტურად შეგვიძლია“.
აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა დაადგინეს, რომ მოსკოვი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის სასარგებლოდ ჩაერია, თუმცა პუტინმა ბრალდებები უარყო და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მსგავსი ინფორმაცია ტრამპის ოპონენტებმა გაავრცელეს”, _ აღნიშნულია „BBC”-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები