ერაყში 38 ტერორისტი სიკვდილით დასაჯეს

ერაყის ხელისუფლებამ სიკვდილით ის 38 პირი დასაჯა, რომლებსაც ტერორიზმში დასდეს ბრალი. ამის შესახებ ერაყის იუსტიციის სამინისტრო იუწყება.
უწყების ცნობით, სიკვდილით დასჯა ბრალდების საბოლოო დადასტურებისა და რესპუბლიკის ხელმძღვანელობის თანხმობის შემდეგ განხორციელდა.
9 დეკემბერს, ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ, ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმდინარე ომის გამარჯვებით დასრულების შესახებ, ოფიციალურად განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები