თვითმკვლელმა ტერორისტმა, სომალის დედაქალაქში თავი აიფეთქა

თვითმკვლელი ტერორისტი, რომელიც პოლიციის ფორმით იყო შენიღბული, სომალის დედაქალაქ მოგადიშოსი მდებარე პოლიციის აკადემიაში შევიდა და თავი აიფეთქა. შედეგად, სულ მცირე 15-მდე პოლიციელი დაიღუპა, 17 კი დაშავდა.
პოლიციის ოფიცერის, მუჰამედ ჰუსეინის განცხადებით, თვითმკვლელ ტერორისტს, ასაფეთქებელი მოწყობილობა სხეულზე ჰქონდა დამაგრებული, მან პოლიციის სასწავლო აკადემიაში ამ დილით შეაღწია.
ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ისლამურმა დაჯგუფება „ალ შაბაბმა“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები